CIU-ში Excel-ის სასერტიფიკატო ტრენინგკურსი დაიწყო
ბიზნეს ანალიტიკოსსა და Microsoft Excel-ის ტრენერ თამარ არევაძესთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Excel-ის სასერტიფიკატო ტრენინგკურსი დაიწყო.
2-4 მაისი ტრენინგის ფარგლებში მთლიანად დაეთმო ექსელის ინტერფეისის შესწავლას: მონაცემთა შეყვანა და რედაქტირება; უჯრებში ფორმულების შეყვანა და რედაქტირება; სამუშაო წიგნის შენახვა და განახლება; ფონტები, ავტომატური შევსება და განლაგება; მონაცემთა ძებნა, რედაქტირება; კომენტარების ჩასმა/რედაქტირება; სვეტებსა და სტრიქონებთან მუშაობა.
ტრენინგკურსის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ 8 შეხვედრა, სადაც მონაწილეები უფრო საფუძვლიანად შეისწავლიან ტექსტურ, მათემატიკურ, ლოგიკურ, თარიღის ფუნქციებსა და მონაცემთა ბაზების დაკავშირებას: Vlookup, Hlookup, Match, Index. ასევე, PivotTable & PivotCharts შემაჯამებელი ცხრილების აგებას მონაცემთა ბაზის საფუძველზე.
ტრენინგკურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი გამოცდა, კურსის მონაწილეებს კი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.