კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე დეკანის სტუდენტური მრჩეველთა საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა.
საბჭოს დაკომპლექტება სტუდენტებისგან შემოსული წერილების საფუძველზე მოხდა და უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი გამოირჩევა ერთი მხრივ მაღალი აკადემიური მოსწრებით, ხოლო მეორე მხრივ სტუდენტური ინიციატივებით.
სხდომის ფარგლებში CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა, ოლანი გოცირიძემ, დააფიქსირა მზაობა მუდმივად დაუჭიროს მხარი სტუდენტურ ინიციატივებს, პირადად ჩაერთოს სხვადასხვა პროექტის როგორც დაგეგმარების, ისე განხორციელების ეტაპებზე და რაც მთავარია აღნიშნა, რომ საბჭოს ფუნქციონირება ორიენტირებული იქნება ფაკულტეტის უკლებლივ ყველა სტუდენტის, ლექტორატისა და გუნდის განვითარებაზე.
შეხვედრა ტრადიციულად საუნივერსიტეტო მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ პროდუქციის დაგემოვნებით დასრულდა, რასაც წინ უძღოდა სტუდენტებისა და დეკანატის წარმომადგენლების მიერ არაერთი ინიციატივის განხილვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება