კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბი “CIU BC კავკასია” მიმდინარე სეზონის სუპერლიგის პირველი ფინალისტია!
ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩში 82:74 დაამარცხა “გურჯაანის” გუნდი და ფინალის საგზურიც მოიპოვა!
შეგახსენებთ, რომ CIU-ს გუნდმა შეძლო და პლეი-ოფის მეოთხედფინალური სერიიდან მოქმედი ჩემპიონი “თსუ”, ახლა კი, ჩემპიონობის კიდევ ერთი კანდიდატი - “გურჯაანის დელტა” - გამოთიშა გათამაშებიდან!
მადლობა მწვრთნელს, თითოეულ მოთამაშეს, სტაფის წევრებსა და გულშემატკივრებს ასეთი შედეგისთვის!
შევხვდებით ფინალურ სერიებში!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება