კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში სტუდენტებს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დილის პროგრამის - „დილა მშვიდობისა, საქართველო“ - კორესპონდენტი, გვანცა ჩარგაზია შეხვდა. მან დამსწრე აუდიტორიას პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და უნივერსიტეტში მიღებული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიება სიტყვით გახსნეს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ და კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზიდენტმა, სოსო გაზდელიანმა.
შეხვედრას ფაკულტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
გვანცა ჩარგაზია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია.
ღონისძიება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის ინიციატივით ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება