2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლების ფორმატი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით (მინისტრის 24 თებერვლის MES 1 21 0000159323 ბრძანება) და სტუდენტთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ვირუსის გავრცელების საფრთხის არსებობის პერიოდში, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლების პროცესი განხორციელდეს განსაკუთრებული, ნახევრად ან/და სრულად ელექტრონული სისტემით შემდეგი რეგულაციით:
- 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დაიწყება დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული სწავლების წესის შესაბამისად (გარდა დანართით განსაზღვრული სასწავლო კურსებისა);
- კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული სასწავლო კურსების განხორციელება მოხდება არადისტანციურად, მკაცრად განსაზღვრული გრაფიკისა და მოცულობის ჯგუფების გათვალისწინებით, დანართის შესაბამისად;
- შუალედური გამოცდები ყველა საფეხურისათვის ჩატარდება არადისტანციურად;
- შუალედური გამოცდების შემდეგ ყველა სტუდენტისათვის სასემინარო და პრაქტიკული მეცადინეობები (გარდა ლექციებისა) გაგრძელდება არადისტანციურად;
- ეპიდსიტუაციის გართულების შემთხვევაში, მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება გადაიხედება არაუგვიანეს შუალედური გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე.
მედიცინის ფაკულტეტი
მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა
- მედიცინის პროგრამის მე-2-4 სემესტრის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები სწავლის დაწყებიდან პირველი 3 კვირის განამვლობაში ჩაუტარდეთ დისტანციურ ფორმატში. მე-4 კვირიდან სილაბუსით გათვალისწინებული პრაქტიკული და ლაბორატორიული კომპონენტები ჩატარდეს არადისტანციურ რეჟიმში;
- მედიცინის პროგრამის მე-6 სემესტრის სტუდენტებს პრატიკული მეცადინეობები ჩაურდეთ შემდეგი პრინციპით:
- სასწავლო კურსი „ზოგადი ქირურგია” ჩატარდეს კლინიკაში;
- სასწავლო კურსი „შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა - ორგანოთა სისტემები“ ჩაუტარდეს უნივერსიტეტში;
- სასწავლო კურსი „კლინიკური უნარები“ ჩატარდეს უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში;
- სხვა ყველა საგანი ჩატარდება ონლაინ ფორმატში;
- მედიცინის პროგრამის მე-8,10,12 სემესტრის სტუდენტებს კლინიკურ საგნებში პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდეთ კლინიკებში სრულად ან შერეულ ფორმატში;
სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა
- სტომატოლოგიის მე-2-4 სემესტრის სტუდენტებს შუალედურ გამოცდებამდე (მე-7 კვირა) ყველა საგანში პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდეთ ონლაინ ფორმატში, ხოლო შუალედური გამოცდების შემდეგ, ლაბორატორიული და პრაქტიკული კომპონენეტები ჩატარდეს საუნივერსიტეტო სივრცეში;
- სტომატოლოგიის მე-6 სემესტრის სტუდენტებს პრატიკული მეცადინეობები ჩაურდეთ შემდეგი პრინციპით:
- სასწავლო კურსი „კლინიკური ქირურგია სტომატოლოგებისთვის“ ჩაუტარდეს კლინიკაში;
- სასწავლო კურსი „შინაგანი სნეულებანი“ ჩაუტარდეს უნივერსიტეტში;
- სასწავლო კურსი „ალერგოლოგია სტომატოლოგებისთვის“ ჩატარდეს შერეულ ფორმატში;
- სხვა ყველა საგანში პრაქტიკული მეცადინეობები შუალედურ გამოცდებამდე ჩატარდეს ონლაინ ფორმატში, ხოლო შუალედური გამოცდების შემდეგ, ლაბორატორიული და პრაქტიკული კომპონენეტები ჩატარდეს საუნივერსიტეტო სივრცეში;
- სტომატოლოგიის მე-8-10 სემესტრის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები კლინიკურ საგნებში ჩაუტარდეთ შერეული ფორმატით. ხოლო, სხვა ყველა საგანში ჩატარდეს ონლაინ ფორმატში;
ფარმაციის საგანმაანთლებლო პროგრამა
- ფარმაციის პროგრამის მე-2,4,6,8 სემესტრის სტუდენტებს შუალედურ გამოცდებამდე (მე-7 კვირა) ყველა საგანში პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდეთ ონლაინ ფორმატში, ხოლო შუალედური გამოცდების შემდეგ, ლაბორატორიული და პრაქტიკული კომპონენეტები ჩატარდეს საუნივერსიტეტო სივრცეში;
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
- მე-2 სემესტრის სასწავლო კურსებში „ვაზის ანატომია და ფიზიოლოგია“, მევენახეობა-1 (ამპელოგრაფია) ლექციები და სემინარები ჩატარდეს ონლაინ შუალედურ გამოცდამდე, მე -9 კვირიდან ლექციები ონლაინ, პრაქტიკული მეცადინეობები - საუნივერსიტეტო სივრცეში;
- მე-4-ე სემესტრის სასწავლო კურსებში
- აგროქიმიის საფუძვლები;
- ვაზისა და ღვინის ბიოქიმია (საფუძვლები);
- ენოქიმიის საფუძვლები;
- ვენახის პათოგენები და ვაზის ინტეგრირებული დაცვა;
ლექციები, სემინარები ჩატარდეს ონლაინ შუალედურ გამოცდებამდე, მე -9 კვირიდან ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები - საუნივერსიტეტო სივრცეში;
სასწავლო პრაქტიკული კურსი „პრაქტიკა ვაზის სარგავი მასალების წარმოებაში“ - პრაქტიკის ობიექტზე.
- მე-6-ე სემესტრის სასწავლო კურსებში
- ცქრიალა ღვინის ტექნოლოგია - შუალედურ გამოცდამდე ჩატარდეს ონლაინ, მე-9 კვირიდან საუნივერსიტეტო სივრცეში;
- ენოლოგია 2 (ქვევრის ღვინის ტექნოლოგია) - პირველი 2 კვირა ონლაინ, მე-3-ე კვირიდან - საუნივერსიტეტო სივრცეში;
- მეღვინეობის პროდუქციის ტექნო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური კონტროლი - ჩატარდეს ბაზაზე „ღვინის ლაბორატორიაში“ (თბილისი, ჯორჯ ბალანჩინის ქ. 22);
- საწარმოო პრაქტიკა მევენახეობის აგროტექნოლოგიაში - ჩატარდეს პრაქტიკის ობიექტებზე;
- პრაქტიკა ვაზის სარგავი მასალების წარმოებაში - ჩატარდეს პრაქტიკის ობიექტებზე;
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- მე-2 სემესტრის სასწავლო კურსები:
- საველე პრაქტიკა მევენახეობაში - ჩატარდეს პრაქტიკის ობიექტზე პირველივე კვირიდან;
- მე-4 სემესტრის სტუდენტებს სასწავლო-პრაქტიკული კურსი
- ღვინის დეგუსტაცია - ჩატარდეს საუნივერსიტეტო სივრცეში პირველივე კვირიდან.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა
- მე-6-8 სემესტრების პრაქტიკული სასწავლო კურსები განხორციელდეს არადისტანციურად საუნივერსიტეტო სივრცეში პირველივე კვირიდან:
- სატელევიზიო რეჟისურა;
- საგამომცემლო სისტემები;
- ტელეგადაცემების მომზადება (პრაქტიკა სამაუწყებლო მედიაში).
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
- მე-8 სემესტრის პრაქტიკული სასწავლო კურსი განხორციელდეს არადისტანციურად საუნივერსიტეტო სივრცეში პირველივე კვირიდან:
- საერთაშორისო ურთიერთობებში ანალიტიკური პროცესების ავტომატიზაცია (SPSS Statistics)