კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს.
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა - 3 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II და III წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართალმცოდნეობის (სამართლის) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I წელს;
პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა - 1 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II და III წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 25 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, IV, VI, VIII, X, XII სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობა პირველი კურსის სტუდენტებისათვის არის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ჩაბარება. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაადასტუროს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნა (წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ჩააბაროს გამოცდა უნივერსიტეტის ენების ცენტრში).
სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, IV, VI, VIII, X სემესტრებში;
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, IV, VI, VIII სემესტრებში;
მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, IV სემესტრებში;
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს.
მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge 22 იანვრიდან 5 თებერვლის 18 საათამდე.
სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 10 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
სამაგისტრო პროგრამებზე:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
სადოქტორო პროგრამებზე:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დოკუმენტი;
სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს კანდიდატისთვის საინტერესო საკვლევი თემის აქტუალობისა და მნიშვნელობის დასაბუთებას;
სამეცნიერო კვლევითი პროექტი (ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის);
დარგის სპეციალისტთა ორი რეკომენდაცია;
ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის სერთიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი და დასრულებული აქვს ინგლისურ ენაზე.
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება