საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ,,ექსპო-ჯორჯიას“ მესამე პავილიონში, სტუდენტური კონფერენცია - „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები" - გაიმართა.
კონფერენცია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩოგოვაძემ გახსნა და ღონისძიების მონაწილე 20 გამომსვლელს, მათი ნაშრომების ხელმძღვანელებსა და დამსწრე აუდიტორიას მიესალმა.
კსუ-ს ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები, აღნიშნულ კონფერენციაში უწყვეტად მონაწილეობენ, წლევანდელ ღონისძიებაზე ჟიურის წინაშე, მესამე კურსის სტუდენტი - თამარ გაბისონია თემით - „საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა (PPP) თეთრიწყაროს ტურისტულ რეგიონში“ წარდგა.
კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, კონფერენციის სამუშაო დღის ბოლოს, სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მონაწილე გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ თამარ გაბისონია გახლდათ. კსუ-ს სტუდენტმა მესამე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი კონფერენციის ჟიურის წევრები - საქართველოს სომელიეთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი - შალვა ხეცურიანი, სასტუმროების, რესტორენების და კაფეების ასოციაციისა და გიდების სკოლის დამფუძნებელი - ქეთი მელაძე, ,,დისქავერ ჯორჯიას“ დირექტორი ნინა კეკელიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, კვლევებისა და დეგეგმვის სამმართველოს უფროსი - გიორგი ბრეგაძე გახლდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება