5-6 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის ნანა პარინოსის სალექციო კურსების - „ინგლისური ენა ტურიზმისთვის 2-სა” და „ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის 2-ის” - ფარგლებში ღია ლექციები ჩატარდა.
სასწავლო კურსის „ინგლისური ენა ტურიზმისთვის 2-ის”, ფარგლებში სტუდენტებმა Front Office-ის მუშაობის სპეციფიკა სრული რაკურსით წარმოაჩინეს: სტუმრის დახვედრა, უკმაყოფილო სტუმართან ურთიერთობა სატელეფონო ზარით, საკონფერენციო დარბაზის დაჯავშნა და მისი კონფიგურაცია, სტუმრის გაცილება.
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა წარმოადგინეს 1814-1815 წლების ვენის კონგრესი, რომელიც ძალთა ბალანსის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია. სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე წარმოაჩინეს ევროპის პოლიტიკური რუკის გადახედვისთვის გამართული შეხვედრები. სცენარში, რომელიც სტუდენტებმა სალექციო კურსის ფარგლებში შექმნეს, წარმოდგენილია რეალობა და დისტოპია, რაც გულისხმობს ახალი პერსონაჟის შექმნას - „სტუმარი მომავლიდან”, რომელიც აკვირდება კონგრესის მიმდინარეობას და მაყურებლისთვის გარკვეულ პოლიტიკურ აღნიშვნებს (ჩანაწერებს) აკეთებს. სცენები მოიცავდა დიპლომატიურ შეხვედრებს, პრუსიის სტრატეგიის განხილვას, შეხვედრას საიდუმლო ოთახში და მეჯლისის კულუარულ საუბრებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი, დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ სოლოღაშვილი და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლალი მიქელაძე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება