ინტელექტუალური თამაში _ ვიქტორინა-კონკურსი
დებულება
თემატიკა: ,,ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“ (მარგარეტ ტეტჩერი, ელისაბედ მეორე, ინდირა განდი).
თამაში იმართება თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გარდაბნის კერძო და საჯარო სკოლებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ მოსწავლეთა ჯგუფის (3 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშე) სკოლის დირექციამ უნდა წარმოადგინოს განაცხადი. გუნდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს კაპიტანი.
რეგისტრაციის ვადა
2017 წლის 18-25 დეკემბერი.
განაცხადი
განაცხადში უნდა მიეთითოს ინფორმაცია კაპიტნისა და მოთამაშეების შესახებ (სახელი, გვარი, ქალაქი/სოფელი, სკოლა, კლასი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა); ასევე სკოლის დირექტორისა და ხელმძღვანელი პედაგოგის საკონტაქტო ინფორმაცია(მობილური ტელ, ელ.ფოსტა) .
განაცხადი უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greatwomen@ciu.edu.ge
ვიქტორინა-კონკურსი
თამაშის წესები:
თამაში ჩატარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
მისამართი: თბილისი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა 173.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ავტორსა და ხელმძღვანელს მარინა უგულავას შემდეგ ნომერზე: 577211444
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება