12 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ზურა ქავთარიამ სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პროექტი - „სტუდენტური ცხოვრება 2016“ - გააცნო.
პრეზენტაციის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კსუ-ს კანცლერის მოადგილის, თენგიზ დონაძის ხსოვნას.
პრეზენტაციაზე ზურა ქავთარიამ ყურადღება პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე გაამახვილა.
პროექტი უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს ძალები კულტურულ, ინტელექტუალურ და სპორტულ მიმართულებებში მოსინჯონ. აღნიშნული სამი მიმართულება 20 სახის აქტივობას აერთიანებს. წელს, პირველად, პროექტის ფარგლებში სტუდენტური ფოტოკონკურსი ჩატარდება.
შეხვედრაზე სტუდენტური ცხოვრების ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენებით, თვითმმართველობამ ყველას, განასაკუთრებით კი პირველკურსელებს აქტიური სტუდენტური ცხოვრებისაკენ მოუწოდა.
პროექტში ჩართვის მსურველები რეგისტრაციის გავლას უნივერსიტეტის ფოიეში 13 ოქტომბრის 12 საათიდან შეძლებენ.
შეხვედრაზე, უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის სამომავლო გეგმებზე, კლუბის რეჟისორმა, თორნიკე რევიამ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას 19 ოქტომბერს, 18 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, საქართველოს რეგიონული ლიგის მესამე მეოთხედფინალურ შეხვედრაზე, კსუ-ს გუნდის Old Boys -ის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა აღნიშნულ პროექტს, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესების მიზნით, უკვე მეორე წელია ატარებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება