კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა ციცინო ხაჩიძემ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული საზაფხულო სკოლის სტიპენდია მოიპოვა. სტიპენდიები საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, ბელორუსიის და სომხეთის სულ 3 სტუდენტისთვის იყო ხელმისაწვდომი.
„ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები და ბალტიისპირეთის რეგიონული უსაფრთხოება“ - ეს იყო თემა, რომელზეც 2016 წლის 17-30 ივლისს ტარტუს უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჩატარდა.
კურსებს, ტარტუს უნივერსიტეტსა და პარნუს კოლეჯში, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ციცინო ხაჩიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „მოლდოვას, უკრაინის, საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან. შესაძლო საფრთხეები და თავდაცვითი სისტემა“ და დაწერა სტატია თემაზე „ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნატო“.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სტუდენტები ესტონეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა და რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით მოხსენება მოისმინეს, დაათვალიერეს ქალაქი პარნუ და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საზეიმო სადილს დაესწრნენ.
საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ, კსუ-ს სტუდენტს, ციცინო ხაჩიძეს საერთაშორისო საზაფხულო სკოლის 5 კრედიტიანი სერტიფიკატი კურსის წარმატებით გავლისათვის გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება