2016 წლის 29 ივლისს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის თოთხმეტმა სტუდენტმა (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს " /> 2016 წლის 29 ივლისს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის თოთხმეტმა სტუდენტმა (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს " /> 2016 წლის 29 ივლისს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის თოთხმეტმა სტუდენტმა (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ">
2016 წლის 29 ივლისს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის თოთხმეტმა სტუდენტმა (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ თეირანში, ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტში სპარსული ენის ერთთვიანი კურსი გაიარა.
რიგით 83-ე ე.წ „დოურეს“ სასწავლო გაცვლით პროგრამაში, რომელიც ყოველ წელს ხორციელდება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს პირველად ჩაერთო.
აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების, ამჟამად უკვე მე-2 კურსის სტუდენტი მირანდა ქობალია (პედაგოგი მაია კაპანაძე) მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ თოთხმეტივე ქართველი სტუდენტიდან მხოლოდ მირანდა ქობალია იყო პირველი კურსის სტუდენტი, რომელმაც აღნიშნული სასწავლო გაცვლითი კურსი, სხვა მონაწილეებთან ერთად, წარმატებით გაიარა.
სტუდენტების გამგზავრება საადის ფონდის დაფინანსებით და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა. ინიციატორი საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნ მოჯთაბა ქამრანფარდი იყო. პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სერტიფიკატები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
აღნიშნულ სასწავლო გაცვლით პროგრამაში (ე.წ „დოურეში“), მსოფლიოს მასშტაბით 43 ქვეყნიდან 210-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, ესენია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, გერმანია, ლატვია, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ერაყი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და ა.შ.
სასწალო კურსის მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში თეირანის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს და სამდღიანი ექსკურსიით ქალაქ ისფაჰანს ესტუმრნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება