კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „ქართული ტრადიციული ღვინის ფონდს“ შორის, მეღვინეობისა და მევენახეობის დარგში სწავლების ტრადიციული და თანამედროვე მეცნიერული კვლევის მეთოდების საერთაშორისო სტანდარტებ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „ქართული ტრადიციული ღვინის ფონდს“ შორის, მეღვინეობისა და მევენახეობის დარგში სწავლების ტრადიციული და თანამედროვე მეცნიერული კვლევის მეთოდების საერთაშორისო სტანდარტებ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „ქართული ტრადიციული ღვინის ფონდს“ შორის, მეღვინეობისა და მევენახეობის დარგში სწავლების ტრადიციული და თანამედროვე მეცნიერული კვლევის მეთოდების საერთაშორისო სტანდარტებ">
5 აგვისტოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „ქართული ტრადიციული ღვინის ფონდს“ შორის, მეღვინეობისა და მევენახეობის დარგში სწავლების ტრადიციული და თანამედროვე მეცნიერული კვლევის მეთოდების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივ სასწავლო/სამეცნიერო პროგრამებს შეიმუშავებენ, მოაწყობენ კოლოკვიუმებს, სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარებსა და სამეცნიერო კონფერენციებს. გარდა ამისა, „ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი“ უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სტაჟირების გავლას უზრუნველყოფს.
აღნიშნულ მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილემ ქეთევან ჯურხაძემ და „ქართული ტრადიციული ღვინის ფონდის“ თავმჯდომარემ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (ირაკლი მახარაძე) მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ადმინისტრაციის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება