კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პროექტის პრეზენტაცია 14 ივლისს გამართეს.
" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პროექტის პრეზენტაცია 14 ივლისს გამართეს. " /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პროექტის პრეზენტაცია 14 ივლისს გამართეს. ">სასწავლო-შემეცნებით, დოკუმენტურ ფილმებს „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ პედაგოგები სამეგრელოს მხარის სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებისას გამოიყენებენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პროექტის პრეზენტაცია 14 ივლისს გამართეს.
„ქართლის ცხოვრება მარიამ ლორქიფანიძესთან ერთად“ თექვსმეტი სასწავლო-შემეცნებითი დოკუმენტური ფილმისგან შედგება. ციკლში საქართველოს ისტორიის ეტაპები და საუკუნეების მანძილზე განვითარებული მოვლენები მსოფლიო ისტორიულ პროცესებთან მიმართებაშია განხილული და გააზრებული.
პრეზენტაციას სამეგრელოს სხვადასხვა მხარის ქალაქებისა და რაიონული ცენტრების საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა სამეგრელოს სკოლებს საჩუქრად სასწავლო-შემეცნებითი ფილმების სერია „რუსთველის სამყარო თამაზ კვაჭანტირაძე“ გადასცა. საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული მულტიმედიური რესურსი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე გამოიყენონ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი განაგრძობს საქართველოს რეგიონებში სტუმრობას. ამჯერად, დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია კახეთისა და იმერეთის მხარეებში გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება