8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ნატოს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი საჯარო შეხვედრას გამართავს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შვიდი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს საშუალება ეძლევა დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას და პასუხი მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვაზე.
მონაწილეები თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი/გვარი, ტელეფონის ნომერი, მეილი) და 3-4 შეკითხვა, რომელსაც ნატოს გენერალურ მდივანს დაუსვამდით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე irs@ciu.edu.ge
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტს სვეტლანა კირაკოსიანს.
ტელ.: +995 598 564 295;
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება