19 ივლისს, 15:00 საათზე, ქართული ბიზნეს ჰოლდინგის GT GROUP-ისა და იტალიური კომპანიის CONSULENTE ENOLOGICA SRL-ის მიერ დაფუძნებული ქართული კომპანია “ჯი-თი ენოლოჯიკა” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ე" /> 19 ივლისს, 15:00 საათზე, ქართული ბიზნეს ჰოლდინგის GT GROUP-ისა და იტალიური კომპანიის CONSULENTE ENOLOGICA SRL-ის მიერ დაფუძნებული ქართული კომპანია “ჯი-თი ენოლოჯიკა” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ე" /> 19 ივლისს, 15:00 საათზე, ქართული ბიზნეს ჰოლდინგის GT GROUP-ისა და იტალიური კომპანიის CONSULENTE ENOLOGICA SRL-ის მიერ დაფუძნებული ქართული კომპანია “ჯი-თი ენოლოჯიკა” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ე">
19 ივლისს, 15:00 საათზე, ქართული ბიზნეს ჰოლდინგის GT GROUP-ისა და იტალიური კომპანიის CONSULENTE ENOLOGICA SRL-ის მიერ დაფუძნებული ქართული კომპანია “ჯი-თი ენოლოჯიკა” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთობლივ კონფერენციას გამართავენ.
„GT EnoConferences-ის” მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ღვინის წარმოებასა და შემდგომ მის საერთაშორისო ბაზარზე გატანას.
კონფერენციაში ღვინის წარმოებასა და გლობალურ მარკეტინგზე ორიენტირებული საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.
მონაწილეები იტალიის წამყვანი კომპანიებიდან და ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ყურადღებას გაამახვილებენ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაზე, ორიგინალურობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
გარდა ამისა, კონფერენციის დღეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
აღნიშნულ კონფერენციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება