ბრიუსელი, ბელგია (3 ივნისი, 2016) - ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელმა (ECTN) გამოაცხადა კონკურსი ნომინაციაში &" />
ბრიუსელი, ბელგია (3 ივნისი, 2016) - ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელმა (ECTN) გამოაცხადა კონკურსი ნომინაციაში &" />
ბრიუსელი, ბელგია (3 ივნისი, 2016) - ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელმა (ECTN) გამოაცხადა კონკურსი ნომინაციაში &">
ნომინაცია „მდგრადი კულტურული ტურისტული ადგილი 2016“-სთვის დაწესებულია ჯილდო არამატერიალური მემკვიდრეობის ტურიზმის სფეროში. ბრიუსელი, ბელგია (3 ივნისი, 2016) - ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელმა (ECTN) გამოაცხადა კონკურსი ნომინაციაში „მდგრადი კულტურული ტურისტული ადგილი 2016“. იგი აჯილდოებს ევროპის მასშტაბით ყველა იმ ტურისტულ ადგილს, რომელიც მხარს უჭერს და ავითარებს კულტურულ ტურიზმს ევროპაში, განსაკუთრებით კი იმ სარგებელისთვის რაც მათ მოაქვთ საზოგადოების, ბიზნესის, მოქალაქეებისა და ვიზიტორებისათვის. 2016 წლის მთავარი თემა არის „არამატერიალური მემკვიდრეობის ტურიზმი“, რომელიც შეეხება ადგილობრივ, რეგიონულ, სახელმწიფო ან ევროპულ დონეზე განხორციელებულ აქტივობებს და მათ მნიშვნელოვან წარმატებას. გამარჯვებულები დასახელდებიან „ბრწყინვალე მაგალითებად“ ვინაიდან ისინი შთააგონებენ სხვა ტურისტულ ადგილებს და რეგიონული განვითარების სტიმულს აძლევენ. გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და ორი პრიზიორი. გამარჯვებულებს გამოაცხადებენ დაჯილდოების ცერემონიაზე და ჯილდოს მიიღებენ მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაზე „არამატერიალური მემკვიდრეობა: უბადლო შესაძლებლობა მდგრადი და გონივრული ტურიზმის განვითარებისათვის ევროპაში“, რომელიც ჩატარდება 2016 წლის 23-24 სექტემბერს გიმარაეშში, პორტუგალიაში. მოწვეული იქნება გამარჯვების ყველა შესაძლო კანდიდატი. განაცხადი დაჯილდოებისათვის შეუძლია შეავსოს ევროპის ყველა საჯარო და კერძო ორგანოს 2016 წლის 15 ივლისამდე, 24:00 (ევროპის დროით). რეგისტრაცია უფასოა, განაცხადის ქაღალდზე წარმოდგენილი ფორმა საჭირო არ არის. წარდგენილი მასალები მხარდაჭერილი იქნება აპლიკანტის დასტურით ვებ-გვერდზე www.culturaltourism-network.eu და გამოცხადებული იქნება ECTN-ის საზოგადოებრივ მედიაში. განაცხადი შეფასდება სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტების მიერ. კომისია შეაფასებს აპლიკაციების ხარისხს შემდეგი 5 კრიტერიუმის მიხედვით: მოღვაწეობის ტექნიკური მხარე, წარმატების მტკიცებულება, მოქმედებათა მდგრადობა, ტურიზმის მდგრადობის რეგიონულ პოლიტიკასა და ევროპა 2020-ის მიზნების განხორციელების საკითხში შეტანილი წვლილი. ვინაიდან ჟიური არის საერთაშორისო, განაცხადის შევსება საჭიროა ინგლისურ ენაზე. მეთოდური რეკომენდაციებისა და აპლიკაციის შევსების წესების სანახავად ეწვიეთ დაჯილდოება 2016-ის გვერდს http://www.culturaltourism-network.eu/award-2016.html კუტურული და მემკვიდრეობის ტურიზმი არის ევროპის ტურიზმის ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი სექტორი და შეუძლია წვლილი შეიტანოს ევროკავშირში ტურიზმის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. ECTN-ის ჯილდო გაიცემა კონკურსის საფუძველზე ყოველწლიურად განსხვავებული თემის ირგვლივ, რომელიც შეეხება ტურისტული ადგილების, ორგანიზაციების, ბიზნესების, მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის სარგებლის მოტანას. ECTN-ის ჯილდო მიმართულია ევროპის მასშტაბით ყველა ტურისტული ადგილისათვის კულტურულ ტურიზმში წარმატებული შედეგების მისაღებად. ECTN-ის შესახებ ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელი არის კულტურული ტურიზმის განვითარების საკითხში მომუშავე ერთადერთი პანევროპული ქსელი. ECTN თავს უყრის კულტურულ და ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალებს, რომლებიც მუშაობენ ევროპის სხვადასხვა რეგიონში. ისინი ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებასა და ინფორმაციას საუკეთესო მეთოდების შესახებ და ერთად შეიმუშავებენ ახალ ინოვაციებს. ECTN არის საერთაშორისო ორგანიზაცია რეგისტრირებული ბელგიის კანონმდებლობის მიხედვით. მისი წევრები არიან სხვადასხვა ტურისტული ადგილები, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ http://www.culturaltourism-network.eu . Media contacts European Cultural Tourism Network Ieva Treija Coordinator E-mail: ectn.info@gmail.com ადრესატი თქვენი სახელი ელ-ფოსტა თემა შეტყობინება
გამოიწერეთ სასურველი კატეგორიები:
მდგრადი კულტურული ტურისტული ადგილი 2016
ECTN-ის დაჯილდოების შესახებ
სხვა სიახლეები
სხვა ანონსები
კონტაქტი