კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. " /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ">13 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, ტრენინგებისა და სხვა აქტივობის ჩატარებაზე შეთამხმდნენ.
მემორანდუმის ფარგლებში, 29 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთ-ერთ ტრენინგს, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოწავლეები იღებენ, უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
ხელმოწერას უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ჟურნალისტიკის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედია-სტუდია „დროს“ ხელმძღვანელი თინათინ გაბუნია და ბიბლიოთეკის გამგე, „ქართული ენა არაქართველთათვის“ წრის ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე ესწრებოდნენ.
სტუმრებმა უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი, ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი დაათვალიერეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება