9 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ...“ - ჩვენება გაიმართა.
" /> 9 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ...“ - ჩვენება გაიმართა. " /> 9 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ...“ - ჩვენება გაიმართა. ">„რაღაც იდუმალი, გამოუთქმელი და ტკბილი სიხარული იმონებს მთელ ჩემს არსებას...
გაზაფხული ისეთივეა, როგორიც იყო შარშან და შარშანწინ.. იგი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. რაღაც ახალი მოხდა ან უნდა მოხდეს... ველი... რათაა, რომ ასე ხალისიანად ეგებება ჩემი გული ყველაფერს ირგვლივ? დღეს, მე მთელი ქვეყანა მიყვარს“... 1914 წლის გაზაფხული... გალაკტიონ ტაბიძე.
რა დრო გასულა... ოთხ ათეულ წელზე მეტი...
ახლაც გაზაფხულია... 1959 წლის 17 მარტი... გაზაფხულის ერთი არაფრით გამორჩეული დილა...
...რომელი საათია? საშინლად მომწყინდა ყველაფერი... რომელი საათია? რომ იცოდე, როგორ მწყურია სიკვდილი! მაგრამ არ მოდის... და მე დავეძებ ამ სიკვდილს.. რომელი საათია? ახლა ის დროა, როცა ვერავინ შემიშლის ხელს!..
საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა გალაკტიონი და შურდულივით ქვაფენილებს დაენარცხა...
წამზომმა დაასრულა ათვლა...
9 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ...“ - ჩვენება გაიმართა.
დოკუმენტური ფილმი ორი საგნის - „ტელედოკუმენტალისტიკისა“ და „ „ტელეგადაცემების მომზადების (პრაქტიკა სამაუწყებლო მედიაში)“ - ფარგლებში მომზადდა.
ჩვენებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
მალე, მულტიმედია ცენტრი, საზოგადოებას შესთავაზებს მორიგ დოკუმენტურ ფილმს - „უკანასკნელი ნოტები“...
კომპოზიტორი გოგი ცაბაძე და მისი უკვდავი ჰანგები...
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება