კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გიორგი გულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. საღამო უნივერსიტეტის სტუდენტმა თემო ჩოჩელმა გიორგის საყვარელი ლექსით - „ახლ" />
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გიორგი გულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. საღამო უნივერსიტეტის სტუდენტმა თემო ჩოჩელმა გიორგის საყვარელი ლექსით - „ახლ" />
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გიორგი გულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. საღამო უნივერსიტეტის სტუდენტმა თემო ჩოჩელმა გიორგის საყვარელი ლექსით - „ახლ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გიორგი გულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. საღამო უნივერსიტეტის სტუდენტმა თემო ჩოჩელმა გიორგის საყვარელი ლექსით - „ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ“ - გახსნა. გიორგის მოსაგონებლად სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებულ ვიდეორგოლს აუდიტორია განსაკუთრებული ემოციით შეხვდა. ღონისძიებაში ახალგაზრდა პოეტები - დავით სულთანიშვილი, გურამ თათულაშვილი, ზაზა მუხიგულაშვილი და გურამ დავითლიძე - მონაწილეობდნენ. საღამოს მუსიკალურად კსუ-ს ხალხური ანსამბლი „კავკასიელი“, ბეჟან წინწალაშვილი, თორღვა (რომეო ლუტიძე), შაკო ღერკენაშვილი, ვალერ ქასოევი და პავლე ჩიტაური აფორმებდნენ. პოეზიის საღამოს სტუდენტებთან ერთად გიორგის მშობლებიც ესწრებოდნენ. ღონისძების დასრულების შემდეგ გიორგის დედამ ნინო ტუხაშვილმა უნივერსიტეტს, სტუდენტებს, საორგანიზაციო ჯგუფსა და თითოეულ სტუმარს მადლობა გადაუხადა. აღნიშნული პოეზიის საღამო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო. ადრესატი თქვენი სახელი ელ-ფოსტა თემა შეტყობინება
გამოიწერეთ სასურველი კატეგორიები:
გიორგი გულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო
სხვა სიახლეები
სხვა ანონსები
კონტაქტი