გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში კსუ-ს სტუდენტებისთვის
2016 წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი) აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
მენეჯმენტის, ფინანსების, ტურიზმის, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის, საერთაშორისო მარკეტინგისა და სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. აკადემიური მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე მოხდება განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
20 საკონკურსო ადგილი
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: irs@ciu.edu.ge. აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ განაცხადი „ლოძის უნივერსიტეტი“.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 27მაისი, 2016 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
პასპროტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
სამოტივაციო წერილი
EUROPASS CV
შერჩევის პროცედურა:
სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა
გასაუბრება კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
მოტივაცია
აკადემიური მოსწრება
ენობრივი კომპეტენცია
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
სვეტლანა კირაკოსიან
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
(515 ოთახი)
+995 598 56 42 95
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება