27 მაისს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „ზუმი - თბილისი 2016“ დაჯილდოება გაიმართა.
" /> 27 მაისს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „ზუმი - თბილისი 2016“ დაჯილდოება გაიმართა. " /> 27 მაისს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „ზუმი - თბილისი 2016“ დაჯილდოება გაიმართა. ">27 მაისს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „ზუმი - თბილისი 2016“ დაჯილდოება გაიმართა.
ფესტივალზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვეს:
ნომინაცია „საუკეთესო რეპორტაჟი“ - მარიამ ანჯაფარიძე;
ნომინაცია „საუკეთესო ტელესიუჟეტი“ - შორენა ღვაჩლიანი;
ნომინაცია „ჟიურის სიმპათია“ - თათია მერაბიშვილი, თეონა კაკიაშვილი, ნინო ჭიქინაშვილი, ნინო ენდელაძე, სალომე შალიკაშვილი.
ფესტივალში ხუთი ქვეყნის: საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრიისა და უნგრეთის თორმეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ტელესექციაში - თხუთმეტი ნამუშევარი, ხოლო ფოტოსექციაში - ოცდაერთი ავტორის ასზე მეტი ნამუშევარი და ერთიც ბიზნეს პროექტი იყო წარმოდგენილი.
თითოეულ სექციას თავისი ჟიური ჰყავდა, ფოტონამუშევრები ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა, ხოლო ვიდეონამუშევრები - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელმა და რეჟისორ-დოკუმენტალისტმა ვაჟა ზუბაშვილმა შეაფასა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს გამარჯვებას ულოცავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება