კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს „დავების განმხილველ ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციათა კურსი ჩაუტარდებათ, თემაზე - „საარბიტრაჟო სამართალი“.
კურსის ხანგრძლივობა: 4 დღე;
ჩატარების პერიოდი: 25, 31 მაისი და 2, 9 ივნისი;
დაწყების დრო: 15:00 საათი;
კურსის მოცულობა: 8 საათი.
25 და 31 მაისის ლექციებს ლაშა ნოდია გაუძღვება (იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლონდონის საარბიტრაჟო ინსტიტუტის წევრი, CEDR მედიატორი).
2 და 9 ივნისის ლექციებს გიორგი თითბერიძე გაუძღვება (იურისტი, ადვოკატი, დიდი ბრიტანეთის არბიტრთა, სამეფო ინსტიტუტის CIARb-ის წევრი, არბიტრთა ასოციაციის წევრი).
სალექციო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა. რეგისტრაციისათვის მიმართეთ სამართლის ფაკულტეტის დეკანატს (ოთახი N609).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება