კსუ-ს გუნდი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და გამარჯვება, ანგარიშით 3:2 მოიპოვა.
" /> კსუ-ს გუნდი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და გამარჯვება, ანგარიშით 3:2 მოიპოვა. " /> კსუ-ს გუნდი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და გამარჯვება, ანგარიშით 3:2 მოიპოვა. ">„საქართველოს სტუდენტური ლიგა ფუტსალში 2016-ის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ბოლო თამაში გამართა.
კსუ-ს გუნდი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და გამარჯვება, ანგარიშით 3:2 მოიპოვა.
ანგარიში კვლავ კსუ-ს გუნდის თავდამსხმელმა გარი წერეთელმა გახსნა და 21 გოლით მიმდინარე ტურნირის ბომბარდირი გახდა.
თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მეორე ნახევარში კი უპირატესობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა და თამაში გამარჯვებით დაასრულა.
აღნიშნულ მატჩში გამარჯვებით კსუ-ს გუნდმა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება შეინარჩუნა.
თამაშს უნივერსიტეტის გულშემატკივრებთან ერთად ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„საქართველოს სტუდენტური ლიგა ფუტსალში 2016“ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება