კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს „ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ (EMSA) პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხი" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს „ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ (EMSA) პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხი" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს „ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ (EMSA) პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხი">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს „ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ (EMSA) პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. EMSA-ს წარმომადგენლებმა, კსუ-ს რექტორთან ვიზიტისას, ასოციაციასა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და გაცვლით პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 5 სტუდენტი, ევროპის 21 ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, EMSA-ს ორგანიზებულ პროექტშია ჩართული.
EMSA საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც ევროპიდან 210 000-მდე მედიკოს სტუდენტსა და ახალგაზრდა ექიმს აერთიანებს. საქართველო „ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ წევრი 1999 წლიდან გახდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება