„საზღვარგარეთ პრაქტიკისა და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამის” ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.
" /> „საზღვარგარეთ პრაქტიკისა და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამის” ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. " /> „საზღვარგარეთ პრაქტიკისა და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამის” ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. ">„საზღვარგარეთ პრაქტიკისა და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამის” ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.
გერმანულმა კომპანიამ MitOst-მა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები ანაზღაურებად პროგრამებში უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნული პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება.
სტუდენტური დასაქმების შესახებ შეხვედრა კომპანია MitOst-ის გენერალურმა დირექტორმა გამართა. სერგეი სერდიუკმა აუდიტორიას დასაქმების პირობებზე, პროცედურებზე, ანაზღაურებასა და პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო კომპეტენციაზე ესაუბრა.
სტუდენტებთან და რექტორთან შეხვედრის შემდეგ, სერგეი სერდიუკმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მარანი „კოლხი“ დაათვალიერა.
სტუმარმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საჩუქრად გერმანული ლიტერატურა და ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.
MitOst-ი ''საზღვარგარეთ პრაქტიკისა და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამის” ფარგლებში გერმანიაში არსებულ ანაზღაურებად პროგრამებს ახორციელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება