ხონის მუნიციპალიტეტში დიდმოწამე გიორგისა და „ხონელობის“ სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად, სადღესასწაულო კულტურული და სპორტული ღონისძიებები ცენტრალურ ბულვარში სასულე ორკესტრის ფონზე მიმდინარეობდა." /> ხონის მუნიციპალიტეტში დიდმოწამე გიორგისა და „ხონელობის“ სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად, სადღესასწაულო კულტურული და სპორტული ღონისძიებები ცენტრალურ ბულვარში სასულე ორკესტრის ფონზე მიმდინარეობდა." /> ხონის მუნიციპალიტეტში დიდმოწამე გიორგისა და „ხონელობის“ სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად, სადღესასწაულო კულტურული და სპორტული ღონისძიებები ცენტრალურ ბულვარში სასულე ორკესტრის ფონზე მიმდინარეობდა.">
6 მაისს ხონის მუნიციპალიტეტში დიდმოწამე გიორგისა და „ხონელობის“ სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად, სადღესასწაულო კულტურული და სპორტული ღონისძიებები ცენტრალურ ბულვარში სასულე ორკესტრის ფონზე მიმდინარეობდა.
საზეიმო წირვა-ლოცვა ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. ამ დღეს მუნიციპალიტეტში უამრავი კულტურული აქტივობა განხორციელდა.
ტრადიცია არც წელს დარღვეულა და საკრებულოსთან არსებულმა „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ სამი საპატიო მოქალაქე გამოავლინა. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელსა და კანცლერს ვახტანგ წივწივაძეს, დამსახურებულ სპორტსმენსა და პოეტს ამბერკი ტაბიძესა და მსახიობსა და რეჟისორს გიორგი რატიანს გადასცა.
ღონისძიებებს, ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან ერთად, იმერეთის სამხარეო გუბერნიის წარმომადგენლები, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები , საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საპატიო ხონელებს წოდების მინიჭება იმერეთის სამხარეო გუბერნიის წარმომადგენელმა დავით გორდელაძემაც მიულოცა.
კსუ უერთდება მილოცვებს და უნივერსიტეტის კანცლერს საპატიო ხონელის წოდების მინიჭებას ულოცავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება