საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული უმაღლესი ლიგის მორიგ მატჩში, რომელიც 22 აპრილს გაიმართა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის მცველის დავით ხარაზის პირველი გოლი იღბლიანი აღმოჩნდა." /> საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული უმაღლესი ლიგის მორიგ მატჩში, რომელიც 22 აპრილს გაიმართა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის მცველის დავით ხარაზის პირველი გოლი იღბლიანი აღმოჩნდა." /> საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული უმაღლესი ლიგის მორიგ მატჩში, რომელიც 22 აპრილს გაიმართა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის მცველის დავით ხარაზის პირველი გოლი იღბლიანი აღმოჩნდა.">
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული უმაღლესი ლიგის მორიგ მატჩში, რომელიც 22 აპრილს გაიმართა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის მცველის დავით ხარაზის პირველი გოლი იღბლიანი აღმოჩნდა. კსუ-მ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის გუნდი ანგარიშით 14:4 დაამარცხა.
თამაში კსუ-ს გუნდის უპირატესობით დაიწყო, მოწინააღმდეგე გუნდმა ქულები ანგარიშზე მალევე დაიწერა, თუმცა თამაში მაინც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის მიერ მოპოვებული 14 ქულა ხუთმა მოთამაშემ გაინაწილა: გარი წერეთელი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი ჯანხოთელი, გიორგი ლაზიშვილი და დავით ხარაზი. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ქულების ავტორები კი - იასონ ხუნდაძე, აველო კიკვაძე, თემურ ქურციკიძე და ლევან იაგანაშვილი - იყვნენ.
მორიგი შეხვედრა 13 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება და ერთმანეთს კსუ-სა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გუნდს გამარჯვებას ულოცავს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება