კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „Old Boys“ საქართველოს კავეენის ჩემპიონატის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაზე 2 ნომრით - „მისალმება“ და „მუსიკალური სკეტჩი&" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „Old Boys“ საქართველოს კავეენის ჩემპიონატის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაზე 2 ნომრით - „მისალმება“ და „მუსიკალური სკეტჩი&" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „Old Boys“ საქართველოს კავეენის ჩემპიონატის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაზე 2 ნომრით - „მისალმება“ და „მუსიკალური სკეტჩი&">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „Old Boys“ საქართველოს კავეენის ჩემპიონატის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაზე 2 ნომრით - „მისალმება“ და „მუსიკალური სკეტჩი“ - წარდგა და პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატზე გამომსვლელ გუნდთა რაოდენობაა 27, მათგან ხუთი - „Old Boys” „კაქტუსი“, „ტურისტები“, მაკნატუნა“ და ჭიჭიკიები“ - ერთმანეთს 13 აპრილს გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაზე დაუპირისპირდა.
გუნდებმა „Old Boys“ და „მაკნატუნა“ ხუთკაციანი ჟიურის გადაწყვეტილებით, 9.2 ქულით, პირველი ადგილი მოიპოვეს, მეორე ადგილზე კი თბილისის გუნდი „ტურისტები“ გავიდა.
მეოთხედფინალური შეხვედრები სექტემბერში გაიმართება, თუმცა, მანამდე გუნდები მონაწილეობას „თბილისის მერიის თასის“ თამაშსა და ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის გუნდი „Old Boys“ 18 აპრილს, ბათუმის საზაფხულო თეატრში გამართულ „შავი ზღვის ლიგაში“ მონაწილეობს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გუნდს გამარჯვებას უსურვებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება