კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამისა“ და სახელმძღვანელოს ,,აირჩიე პროფესია“ - პრეზენტაცია გაიმართა.
ფსიქოლოგიური ტესტები, ვიდეორგოლები პროფესიებზე, პროფორიენტაციის სახელმძღვანელოები, სხვადასხვა საკითხავი მასალა და რეკომენდაციები, სავარჯიშოები, ქვიზები, პროფესიათა აღწერილობები - ეს იმ სარეკომენდაციო მასალების არასრული ჩამონათვალია, რასაც დაინტერესებული პირი პროგრამის ოფიაციალურ გვერდზე : http://myprofession.gov.ge/ მარტივად იხილავს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის - შორენა შიუკაშვილის თქმით, აღნიშნული რესურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, რათა მათ სწორად აირჩიონ და შემდგომში თითოეული ადამიანის კარიერული ზრდისთვის - მიუხედავად მისი ასაკისა და პროფესიისა.
შეხვედრას კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. წარმოდგენილი პრეზენტაციისა და გზამკვლევის გაცნობის შემდეგ, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მომხსენებელთათვის შეკითხვები დაესვათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება