კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის - „სტუდენტური ცხოვრება 2016“ - ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ - გაიმართა. თამაში საკმაოდ და" />
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის - „სტუდენტური ცხოვრება 2016“ - ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ - გაიმართა. თამაში საკმაოდ და" />
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის - „სტუდენტური ცხოვრება 2016“ - ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ - გაიმართა. თამაში საკმაოდ და">
10 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის - „სტუდენტური ცხოვრება 2016“ - ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ - გაიმართა. თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. I და II ადგილის მფლობელების გამოვლენაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ვაჟა-ფშაველაზე დასმულმა კითხვამ ითამაშა. მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი სამმა გუნდმა განაგრძო და გამარჯვებული ერთი ქულის უპირატესობით გამოვლინდა. პირველი სამი ადგილი ასე გადანაწილდა: I ადგილი გუნდი - „რევანში“ II ადგილი გუნდი - „ILLUMINATUS” III ადგილი გუნდი - „ელარჯი“ ინტელექტუალური თამაშის ჟიური შემდეგი წევრებისგან შედგებოდა: კსუ-ს თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი ბექა ბაჟუნაიშვილი, ღონისძიების თანაორგანიზატორი ეკა პაპუნაშვილი და საკონკურსო კითხვების თანაავტორი ბექა სარალიძე. შეგახსენებთ, რომ „სტუდენტური ცხოვრება 2016“ კსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის პროექტია და უკვე ერთი თვეა ტარდება. ადრესატი თქვენი სახელი ელ-ფოსტა თემა შეტყობინება
გამოიწერეთ სასურველი კატეგორიები:
ინტელექტუალური თამაში
სხვა სიახლეები
სხვა ანონსები
კონტაქტი