1 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, იურისტი - ვაჟა აბაკელია შეხვდა.
შეხვედრის თემა ,,სამართალი და ხელოვნება იყო“. მომხსენებლის განცხადებით, ერთი შეხედვით, ამ დაუკავშირებელ ცნებებს, რეალურად ბევრი რამ აერთიანებს და ყველა ფაქტსა თუ საქმეს მჭიდრო კავშირი აქვს ხელოვნების რომელიმე დარგთან.
ვაჟა აბაკელიამ საკუთარი გამოცდილებისა და სამსახურეობრივი საქმიანობის დროს მომხდარ ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება.
საჯარო ლექციას, კსუ-ს კანცლერი ვახტანგ წივწივაძე და სამართლის ფაკულტეტის დეკანი ილია წიკლაური ესწრებოდნენ.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება