28 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - გიორგი ჩოგოვაძის საჯარო ლექცია - „2015 წლის შედეგები და სამომავლო გეგმები&l" /> 28 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - გიორგი ჩოგოვაძის საჯარო ლექცია - „2015 წლის შედეგები და სამომავლო გეგმები&l" /> 28 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - გიორგი ჩოგოვაძის საჯარო ლექცია - „2015 წლის შედეგები და სამომავლო გეგმები&l">
28 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - გიორგი ჩოგოვაძის საჯარო ლექცია - „2015 წლის შედეგები და სამომავლო გეგმები“ - გაიმართა.
მომხსენებელმა ლექციის მსვლელობისას ყურადღება შემდეგ საკითხებზე გაამახვილა: ტურიზმის სტატისტიკა, სამომავლო სტრატეგია, სოციალური მედია აქტივობები, გაცნობითი ტურები თუ სატელევიზიო გადაცემები, ახალი ბაზრების ათვისება, უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებული გადახდები, შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ადგილობრივი კადრების გადამზადების კამპანია.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ციცი ცაცკრიალაშვილმა და კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემ UNWTO Awards-ის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც საკონკურსო მასალები მოცემულ მიმართულებებში უნდა გადაიგზავნოს: ინოვაციები სახელმწიფო პოლიტიკასა და მმართველობაში, ინოვაციები კომპანიებში, ინოვაციები არასამთავრობო ორგანიზაციებში, ინოვაციები კვლევებსა და ტექნოლოგიაში.
მეტი თვალსაჩინოებისათვის სტუმრებმა სტუდენტებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული 2015 წლის ანგარიშის ბუკლეტიც გადასცეს და სამომავლო პროექტებსა თუ კონფერენციებში აქტიურობისაკენ მოუწოდეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება