კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს წარმომადგენლებმა - ციცი ცაცკრიალაშვილმა და" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს წარმომადგენლებმა - ციცი ცაცკრიალაშვილმა და" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს წარმომადგენლებმა - ციცი ცაცკრიალაშვილმა და">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს წარმომადგენლებმა - ციცი ცაცკრიალაშვილმა და ხატია იაკობაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
სტუდენტებთან შეხვედრის მიზანი 2016 წლის 15 აპრილს დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“ დეტალების გაცნობა იყო, სადაც მონაწილეობის მიღება უცხოეთში და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს შეუძლიათ.
ნაშრომი უნდა ეხებოდეს ტურიზმს ან მის რომელიმე სფეროს. უპირატესობა მიენიჭება ღვინის ტურიზმისა და შიდა ტურიზმის სტიმულირების მიმართულებებს, ასევე საქართველოს ტურიზმის განსავითარებლად წარმოდგენილ ინოვაციურ იდეებს. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას.
კონფერენცია სტუდენტებს საშუალებას მისცემს ინდივიდუალური კვლევები ჩაატარონ და ახალი იდეები შესთავაზონ საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს.
კონფერენციის ერთ-ერთი პარტნიორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
15 მარტი- თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა;
18 მარტი - თეზისების საფუძველზე შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება;
3 აპრილი - ნაშრომების მიღების ბოლო ვადა;
10 აპრილი - შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა;
15 აპრილი - პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება