11-13 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ფარგლებში, ტურიზმის დარგში მომუშა" /> 11-13 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ფარგლებში, ტურიზმის დარგში მომუშა" /> 11-13 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ფარგლებში, ტურიზმის დარგში მომუშა">
11-13 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ფარგლებში, ტურიზმის დარგში მომუშავე სპეციალისტების, ტუროპერატორების, კერძო თუ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებისა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებში დასაქმებულთათვის ტრენინგ კურსს „მწვანე ტურიზმი” ატარებს.
კურსის მიზანია მწვანე ტურიზმის პოპულარიზაცია და სოფლის ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების სტიმულირება.
კურსის ხელმძღვანელი თამარ ჩახნაშვილი მსმენელებს ისეთ საკითხებს გააცნობს როგორიცაა - მწვანე ტურიზმი, მისი ეკონომიკური წარმატება თუ სოციალური ეფექტი, მდგრადი ტურიზმი, მისი განვითარების პერსპექტივა და აგროტურიზმის სახეობები.
აღნიშნული კურსი კსუ-ში უფასოდ ტარდება, მისი დასრულების შემდეგ მონაწილეები ორენოვან საუნივერსიტეტო სერტიფიკატებს მიიღებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება