კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინტელექტუალურ თამაშს პროექტ ,,რა? სად? როდის?” პრინციპით უმასპინძლა. ინტელექტუალურ შეჯიბრში სამი ფინალისტი გამოვლინდა, მესამე ადგილზე ,,გალიკანტე“ მეორე ადგილზე ,," /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინტელექტუალურ თამაშს პროექტ ,,რა? სად? როდის?” პრინციპით უმასპინძლა. ინტელექტუალურ შეჯიბრში სამი ფინალისტი გამოვლინდა, მესამე ადგილზე ,,გალიკანტე“ მეორე ადგილზე ,," /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინტელექტუალურ თამაშს პროექტ ,,რა? სად? როდის?” პრინციპით უმასპინძლა. ინტელექტუალურ შეჯიბრში სამი ფინალისტი გამოვლინდა, მესამე ადგილზე ,,გალიკანტე“ მეორე ადგილზე ,,">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინტელექტუალურ თამაშს პროექტ ,,რა? სად? როდის?” პრინციპით უმასპინძლა.
შეჯიბრში კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა 13-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობასა და შემოდგომის სემესტრის ინტელექტუალურ დახურვას.
ღონისძიება კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა, ჟიურის წევრების სია კი ასე დაკომპლექტდა: სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - თამარ ინასარიძე, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი - ჯოვანა აბლოთია და კარიერის განვითარების ცენტრის სპეციალისტი - ნანიკო გადელია.
ინტელექტუალურ შეჯიბრში სამი ფინალისტი გამოვლინდა, მესამე ადგილზე ,,გალიკანტე“ მეორე ადგილზე ,,რუბიკონი“, ხოლო პირველ ადგილზე ,,ელარჯი“ - გავიდა.
პროექტის ორგანიზატორების ეკა პაპუნაშვილისა და დემეტრე ლომაძის განცხადებით, კსუ-ში ინტელექტუალური შეჯიბრება გაზაფხულის სემესტრშიც გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება