კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი ღია კარის დღეს აცხადებს.
შეხვედრაზე, დაინტერესებული პირები გაეცნობიან აღნიშნული ფაკულტეტის შექმნის ისტორიას, თავისებურებებს, აქტივობებსა და იმ სიახლეებს, რომლებიც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს ელით.
სტუმრებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიიღონ.
შეხვედრაზე კსუ-ს მულტიმედია ცენტრის მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - მარანი „კოლხი“-ს ჩვენება შედგება.
ღია კარის დღე ჩატარდება:
2 მარტს, 13:00 საათზე;
4 მარტს, 17:00 საათზე.
დასწრება თავისუფალია (ოთახი №305).
მისამართი: ჩარგლის ქუჩა N 73
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება