კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სტაჟირების მიზნით, თურქეთის გირესუნის უნივერსიტეტის სტუდენტი ზაიდა ხუციშვილი უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ესტუმრა.
" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სტაჟირების მიზნით, თურქეთის გირესუნის უნივერსიტეტის სტუდენტი ზაიდა ხუციშვილი უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ესტუმრა. " /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სტაჟირების მიზნით, თურქეთის გირესუნის უნივერსიტეტის სტუდენტი ზაიდა ხუციშვილი უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ესტუმრა. ">კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სტაჟირების მიზნით, თურქეთის გირესუნის უნივერსიტეტის სტუდენტი ზაიდა ხუციშვილი უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ესტუმრა.
კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში ზაიდა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობს და კონსულტაციებს კსუ-ს პროფესორებთან გადის, ასევე უნივერსიტეტში არსებული სასწავლო ლიტერატურითა და ონლაინ ბიბლიოთეკით სარგებლობს.
აღსანიშნავია, რომ კვლევითი კომპონენტის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯებსა და გირესუნის უნივერსიტეტის სტუდენტის საქართველოში ვიზიტს კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი სრულად აფინანსებს. დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე რუსეცკის თქმით, მიმდინარე სემესტრის ბოლოს, საზაფხულო არდადეგების პერიოდში, ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობით ერთობლივი საზაფხულო სკოლის ჩატარება და თურქეთის კაბინეტის მოწყობაც იგეგმება.
ზაიდა ხუციშვილი საქართველო-თურქეთის ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე კსუ-ს სტუდენტებთან ნინო ჩარკვიანთან და მეგი ნაროზაულთან ერთად მუშაობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება