უწყვეტი განათლების სამსახური TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ფარგლებში გთავაზობთ ტრენინგ კურსს „ტურისტული დანიშნულების ადგილის მენეჯმენტი“.
აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია რეგიონების ადგილობრივ თვითმმართველობებში, ტურიზმის სფეროს კერძო და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთათვის, ტურიზმის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.
სასწავლო კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს გააცნოს ტურიზმის როლი რეგიონის, ლოკალური ადგილის ეკონომიკურ განვითარებაში, დესტინაციის არსი, მდგრადი განვითარების მართვის კონცეფცია, რეგიონალურ დონეზე დესტინაციის სწორი მართვის თანმიმდევრული პროცესები.
კურსის მსვლელობისას მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:
ტურისტული დესტინაციის არსი;
დესტინაციაში ტურიზმის განვითარების დადებითი და უარყოფითი ფაქტორები;
ტურიზმის პოზიტიური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები;
მდგრადი ტურიზმის განვითარების კონცეფცია;
დესტინაციის მართვის ორგანიზაციები (DMO), როგორც ეროვნულ, რეგიონალურ და ლოკალურ დონეზე ტურიზმის მართვის სისტემა;
ტურისტული დანიშნულების ადგილის ბრენგინგი.
კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე
კურსის მიმდინარეობა: 18.03.- 20.03.2016
ხელმძღვანელი: თამარ ქობლიანიძე
კურსი უფასოა, მისი დასრულებისას გაიცემა ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება