კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) უწყვეტი განათლების სამსახურის TEMPUS-ის პროექტის SSRULLI-ის ფარგლებში სასერთიფიკატო კურსს - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ მასპინძლობს. ინტერესისა და მსურველების დიდი რაოდენ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) უწყვეტი განათლების სამსახურის TEMPUS-ის პროექტის SSRULLI-ის ფარგლებში სასერთიფიკატო კურსს - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ მასპინძლობს. ინტერესისა და მსურველების დიდი რაოდენ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) უწყვეტი განათლების სამსახურის TEMPUS-ის პროექტის SSRULLI-ის ფარგლებში სასერთიფიკატო კურსს - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ მასპინძლობს. ინტერესისა და მსურველების დიდი რაოდენ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) უწყვეტი განათლების სამსახურის TEMPUS-ის პროექტის SSRULLI-ის ფარგლებში სასერტიფიკატო კურსს - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ მასპინძლობს. ინტერესისა და მსურველების დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნული კურსი კსუ-ში უკვე მეოთხედ ტარდება.
კურსი გათვალისწინებულია მეღვინეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, ღვინის ინდუსტრიითა და ტურიზმით დაინტერესებულ პირთათვის.
სასერტიფიკატო კურსს კსუ-ს კანცლერის მოადგილე ქეთევან ჯურხაძე უძღვება. თეორიული ნაწილის პარალელურად კურსი პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა-განვითარებას ემსახურება. მსმენელები ისეთი სასწავლო მოდულების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას როგორებიცაა: ღვინის ტიპები, არომატები, დაავადებები.
ღვინის ტურიზმის მოდულის შესახებ კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ქობლიანიძე ისაუბრებს.
სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ - 22 თებერვლიდან 26 თებერვლამდე გაგრძელდება, დასრულების შემდეგ კი მსმენელებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცემათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება