კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად:
სოციალური მეცნიერებების მიმართულება
სპეციალობა ჟურნალისტიკა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ჯანდაცვის მიმართულება
მედიცინის სპეციალობით კლინიკურ დისციპლინებში
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 6 ვაკანსია
კონკურსი ცხადდება 2015 წლის 26 ოქტომბრიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2015 წლის 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სპეციალობისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
8. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
9. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერტიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა);
10. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებით საჭიროა:
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ექნება:
პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, წამყვან თანამდებობებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში იმიტირებული ლექციის ჩატარება).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2015 წლის 3 დეკემბერს;
კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება 2015 წლის 4 დეკემბერს;
შედეგები გამოქვეყნდება 2015 წლის 5 დეკემბერს.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 712
ტელ.: 261-12-98; 2 30-86-41; 210-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება