კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „გალხვი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული ჟურნალისტური პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართა. ახალგაზრდული პროექტი 1-4 დეკემბერს სტამბულში ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს&n" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „გალხვი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული ჟურნალისტური პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართა. ახალგაზრდული პროექტი 1-4 დეკემბერს სტამბულში ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს&n" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „გალხვი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული ჟურნალისტური პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართა. ახალგაზრდული პროექტი 1-4 დეკემბერს სტამბულში ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს&n">
13 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „გალხვი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული ჟურნალისტური პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართა. ახალგაზრდული პროექტი 1-4 დეკემბერს სტამბულში ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა მიიღეს, მათგან 4 (2 ორგანიზატორი და 2 პროექტის მონაწილე) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია.
პროექტის დასკვნით ნაწილში, მონაწილეების მიერ მომზადებული მასალების (სტატია, ვიდეო და ფოტო ნამუშევრები) წარდგენა-განხილვა მოეწყო. ჟიურის წევრების სია კსუ-ს პროფესორებით დაკომპლექტდა: კსუ-ს ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი - ნინო ჭალაგანიძე, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი - ნინო მინდიაშვილი, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი და ასოცირებული პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია და აუდიოვიზუალური ხელოვნების სპეციალისტი, კსუ-ს მოწვეული ლექტორი, მულტიმედია ცენტრის რეჟისორი - დავით ძიძიშვილი.
პრეზენტაციების, მოხსენებითი სიტყვისა და მასალის წარდგენის შემდეგ პროექტის ფინალისტები გამოვლინდნენ.
პირველ ადგილზე გასული მონაწილე „გალხვი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ შემდეგ პროექტში 100%-იან, ხოლო მეორე ადგილზე გასული 50%-იან დაფინანსებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პროექტის პარტნიორები „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ და „draw.ge-ია”.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება