კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერაყის საელჩოს კულტურის ატაშე - სადამ მანსური სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. შეხვედრის ძირითადი განსახილველი თემა ხელშეკრულების სამუშაო ვერსიისა და ნიმუშის პუნქტებია, რომლებიც მხარეებმა ე" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერაყის საელჩოს კულტურის ატაშე - სადამ მანსური სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. შეხვედრის ძირითადი განსახილველი თემა ხელშეკრულების სამუშაო ვერსიისა და ნიმუშის პუნქტებია, რომლებიც მხარეებმა ე" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერაყის საელჩოს კულტურის ატაშე - სადამ მანსური სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. შეხვედრის ძირითადი განსახილველი თემა ხელშეკრულების სამუშაო ვერსიისა და ნიმუშის პუნქტებია, რომლებიც მხარეებმა ე">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერაყის საელჩოს კულტურის ატაშე - სადამ მანსური სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. შეხვედრის ძირითადი განსახილველი თემა ხელშეკრულების სამუშაო ვერსიისა და ნიმუშის პუნქტებია, რომლებიც მხარეებმა ერთობლივი მოლაპარაკებების გზით უნდა შეიმუშავონ.
შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს უნივერსიტეტს ერაყის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ, ისინი უნივერსიტეტის მხრიდან კსუ-ს კანცლერს ვახტანგ წივწივაძეს, რექტორს პროფესორ კახაბერ კორძაიას, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ვიცე-რექტორ მარინა გედევანიშვილსა და ვიცე-რექტორს ვახტანგ წივწივაძეს შეხვდნენ. ერაყის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჰუსეინ ტაანმა იმ ხელშეკრულების სამუშაო ვერსია და ნიმუში გადასცა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომელიც სამომავლოდ ერაყის განათლების სამინისტროსთან გაფორმდება, რაც კსუ-ს სასწავლო პროგრამების ერაყის რესპუბლიკაში აკრედიტაციას გულისხმობს.
23 დეკემბრის შეხვედრაც ამ მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთი ეტაპია. კსუ-ს რექტორი კახაბერ კორძაია, ერაყის საელჩოს კულტურის ატაშეს პროცესის წინ წასაწევად, უნივერსიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, სრულ მზადყოფნას დაპირდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება