“Start living healther” – ასე ეწოდება ERASMUS +” -ის პროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ _ ”Mokimosi idejos“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (საქართველო) და ოთხი სხვა " /> “Start living healther” – ასე ეწოდება ERASMUS +” -ის პროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ _ ”Mokimosi idejos“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (საქართველო) და ოთხი სხვა " /> “Start living healther” – ასე ეწოდება ERASMUS +” -ის პროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ _ ”Mokimosi idejos“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (საქართველო) და ოთხი სხვა ">
“Start living healther” – ასე ეწოდება ERASMUS +” -ის პროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ _ ”Mokimosi idejos“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (საქართველო) და ოთხი სხვა ქვეყნის: ესპანეთის, თურქეთის, მაკედონიის, ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შექმნა. პროექტი ლიტვის ქალაქ კაუნასში 2015 წლის 18 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა გასაუბრების საფუძველზე შერჩეულმა 5 სხვადასხვა კურსისა და ფაკულტეტის სტუდენტებმა - ლელა ვარშანიძემ, ალექსანდრა შაკაიამ, მარიამ გიგინეიშვილმა, გიორგი მექვაბიძემ და დიმა ნებიერიძემ - მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ავტორი კსუ-ს კურსდამთავრებული მარიამ ლაპენიენეა.
პროექტის სახელწოდება “Start living healther ” („დაიწყე ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრების წესით“) პროექტის მთავარ იდეასა და ორგანიზატორების სურვილს _ ახალგაზრდა თობისათვის ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად სტიმულის მიცემას _ გამოხატავს.
მიზნის მისაღწევად და თეორიული ცოდნის პრაქტიკულად წარმოჩენისათვის პრეზენტაციები, სხვადასხვა აქტივობები და ინოვაციური სწავლების მეთოდები გამოიყენებოდა. კრეატიული მიდგომა, რაც მონაწილეებისგან რამდენიმე წუთში მოთხრობის, სიმღერის ან მცირე წარმოდგენის შექმნას მოითხოვდა არაფორმალურ განათლებას უფრო მიმზიდველს, ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობას კი თვალსაჩინოს ხდიდა. პროექტის მონაწილეებმა ლიტველი ახალგაზრდების გამოკითხვის შედეგად - „მისდევენ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესს“ - სამოტივაციო რგოლი დაამზადეს. რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში, მოწვეულმა სპიკერებმა ახალგაზრდებს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარეს და სასარგებლო რჩევებიც მისცეს.
იმისათვის, რომ ორგანიზატორებს გაერკვიათ რამდენად მიაღწიეს დასახულ მიზანს, მონაწილეების წინაშე შემდეგი გამოწვევა დააყენეს _ მიცემული დავალების მიხედვით, ახალგაზრდებს კაუნასის „sporto ir sveikatimino gimnazija“ -ს მოსწავლებიისთვის მცირე სემინარი უნდა ჩაეტარებინათ. ცოდნის გაზიარება მათთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, მთავარი გამოწვევა მაინც ამ სემინარის საინტერესოდ და მხიარულად წარდგენა იყო. სწორედ ამიტომ, ხუთ ჯგუფად გაყოფილმა მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ energizer-ები გამოიყენეს, ჩაატარეს ექსპერიმენტი და მცირე სპექტაკლი წარადგინეს. ეს ყველაფერი კი მათ საპრეზენტაციო უნარების გაუმჯობესებაში, ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებასა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის დანახვაში დაეხმარა.
პროექტმა მოხალისეებს არა მხოლოდ ცოდნა გაუღრმავა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ, არამედ საშუალება მისცა შეხვედროდნენ და გასცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, წეს-ჩვეულებებსა და სამზარეულოს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც პატარა ქართული კუთხე შექმნეს, რითაც სხვა ქვეყნის მონაწილეებს ჩვენი კულტურა, ქართული სუფრის ტრადიციები წარუდგინეს და ქართული ღვინო, ჩურჩხელა, თხილი, ყველი და ხაჭაპური დააგემოვნებინეს. შექმნილმა მშვიდმა და მხიარულმა გარემომ მონაწილეებს უამრავი ახალი მეგობარი, ცოდნა და, რაც მთავარია, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შესძინა.
ასე რომ, ერთკვირიანი ტური ლიტვის პატარა ქალაქ კაუნასში ნაყოფიერი და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება