თამაშის პირველ ნაწილში ერთმანეთს მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანის N2, ციხისძირის, ერედის და ძველი ქანდის საჯარო სკოლები შეხვდნენ. მეორე თამაში ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლებს შორის ჩატარდა: N 195, N 171 საჯარო სკოლებ" /> თამაშის პირველ ნაწილში ერთმანეთს მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანის N2, ციხისძირის, ერედის და ძველი ქანდის საჯარო სკოლები შეხვდნენ. მეორე თამაში ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლებს შორის ჩატარდა: N 195, N 171 საჯარო სკოლებ" /> თამაშის პირველ ნაწილში ერთმანეთს მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანის N2, ციხისძირის, ერედის და ძველი ქანდის საჯარო სკოლები შეხვდნენ. მეორე თამაში ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლებს შორის ჩატარდა: N 195, N 171 საჯარო სკოლებ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - „ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს.
პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი სარეკომენდაციო ვალდებულებების მნიშვნელობის გაცნობიერება.
13 დეკემბერს პროექტის ორი თამაში ჩატარდა. პირველ ნაწილში ერთმანეთს მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანის N2, ციხისძირის, ერედის და ძველი ქანდის საჯარო სკოლები შეხვდნენ. მეორე თამაში ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლებს შორის ჩატარდა: N 195, N 171 საჯარო სკოლები.
ჟიურის წევრების სია ასე დაკომპლექტდა: კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი - კახაბერ ჯაყელი, მცხეთა- მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი სპეციალისტი - ბესიკ ბიჩნიგაური, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოს“ სატყეო პოლიტიკის კოორდინატორი - ზაზა კვანტალიანი და გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლების ექსპერტი - გია თოდუა.
ინტელექტუალურ თამაშში მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან ძველი ქანდის საჯარო სკოლამ, ხოლო ვაკე საბურთალოს რაიონიდან -N 171 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება