კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის, ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებს 1997 წელს დაარსებული ფარმაცევტული კომპანია „ასფარმას“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის, ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებს 1997 წელს დაარსებული ფარმაცევტული კომპანია „ასფარმას“ წარმომადგენლები შეხვდნენ. " /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის, ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებს 1997 წელს დაარსებული ფარმაცევტული კომპანია „ასფარმას“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ">კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის, ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებს 1997 წელს დაარსებული ფარმაცევტული კომპანია „ასფარმას“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრაზე მომხსენებელმა, პროდუქციის მენეჯერმა თეა მესხმა კომპანია „ასფარმას“ შესახებ ორი მიმართულებით ისაუბრა: ასფარმა, როგორც საერთაშორისო ფარმაცევტული მარკეტინგი და ასფარმას განვითარება საქართველოში.
საქართველოში 2000 წელს დაარსებული და ბაზარზე ოთხი პრეპარატით შესული კომპანიის ძირითადი საქმიანობაა თურქული და დასავლეთ-ევროპული წამყვანი ფარმაცევტული მწარმოებლების მაღალი ხარისხის მედიკამენტების მარკეტინგი. კომპანია 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს (აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, ყაზახეთი) და თანამშრომლობს ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორებიცაა: დროგსანი, არის, დევა, მუსტაფა ნევზატი, ემბილი და ზენტივა. კომპანიის მუშაობის სტილია დინამიური განვითარება და მუდმივი წინსვლა.
„ასფარმას“ წარმომადგენლებმა, ასევე, კომპანიაში კადრების შერჩევაზე, გადამზადებაზე, ტრენინგებსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენტების სწავლის დასრულების შემდგომ დასაქმებაზეც ისაუბრეს.
აღნიშნული შეხვედრა კსუ-ს ფარმაციის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელის, ასისტენტ-პროფესორის გია ჩუბინიძის ორგანიზებით მოეწყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება