სტუდენტების მიერ ორგანიზებული „თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2015“ საზეიმო ცერემონიალით გაიხსნა. „დაძლიე დამოკიდებულება“ - ამ სლოგანის გარშემო 10 000-მდე სტუდენტი გაერთიანდა და ნარკოდა" /> სტუდენტების მიერ ორგანიზებული „თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2015“ საზეიმო ცერემონიალით გაიხსნა. „დაძლიე დამოკიდებულება“ - ამ სლოგანის გარშემო 10 000-მდე სტუდენტი გაერთიანდა და ნარკოდა" /> სტუდენტების მიერ ორგანიზებული „თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2015“ საზეიმო ცერემონიალით გაიხსნა. „დაძლიე დამოკიდებულება“ - ამ სლოგანის გარშემო 10 000-მდე სტუდენტი გაერთიანდა და ნარკოდა">
სტუდენტების მიერ ორგანიზებული „თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2015“ საზეიმო ცერემონიალით გაიხსნა. „დაძლიე დამოკიდებულება“ - ამ სლოგანის გარშემო 10 000-მდე სტუდენტი გაერთიანდა და ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო.
„თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2015-ში“ საქართველოს 23 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს და მათ შორის ერთ-ერთი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია.
ოლიმპიადა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართვასა და საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლებას ემსახურება.
„თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2015-ის“ გახსნის ცერემონიალზე სტუდენტებს სიტყვით სხვა გამომსვლელებთან ერთად ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიმართა.
გახსნაზე სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ჯგუფის მიერ მომზადებული ნომრები იყო წარმოდგენილი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით მაყურებლის წინაშე კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტი, მომღერალი თიკა ირემაშვილი წარსდგა, სიმღერით - Freedom. ღონისძიებას კსუ-ს 150-მდე სტუდენტი ესწრებოდა.
„თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2015“ სპორტულ და გამაჯანსაღებელ აქტივობებს შემდეგი მიმართულებით ახორციელებს: მინი ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ფრენბურთი და მაგიდის ჩოგბურთი. ამასთანავე, ოლიმპიადის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ნარკოდამოკიდებულების თემაზე საჯარო ლექციებს დაესწრონ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ოლიმპიადის ყველა სპორტულ აქტივობაში ერთვება და მზად არის 6 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გამარჯვებისათვის იბრძოლოს.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება „სამოქალაქო ინიციატივა-საზოგადოების ჯანმრთელობისთვის“ ორგანიზებით, ქ. თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება