30 ნოემბერს მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი "ნიღაბი - 2015" დაიწყო. ფესტივალი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ღვინის თეატრმა" გახსნა.
"ნიღაბი - 2015-ზე“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასი მაყურებლის წინაშე ანტონ ჩეხოვის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლით -"ნერვები"- წარსდგა და ახალი, სიმბოლური სახელწოდებით "ღვინის თეატრი" საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ეკატერინე კვირკელიაა.
"ნიღაბი - 2015" _ წინა წლის გამარჯვებული ნომინაციების მფლობელებმა წითელი ლენტით საზეიმოდ გახსნეს და ორგანიზატორებმა ოთხი წლის განმავლობაში ფესტივალის გვერდში დგომისთვის მარიამ ჯოლოგუა, თამუნა ნიკოლაძე და კახა მიქიაშვილი დააჯილდოვეს.
ფესტივალი "ნიღაბი" მეოთხე წელია რაც ხელოვნების პროპაგანდას ეწევა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.
2015 წლის ფესტივალის გამარჯვებულ ათ ნომინაციას რეჟისორისგან, თეატრმცოდნისა და მსახიობებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს, კერძოდ: გოგი თოდაძე, ნიკა წულუკიძე, ჯემალ ღაღანიძე, კახა მიქიაშვილი, თამუნა ნიკოლაძე და ლელა მებურიშვილი.
„ნიღაბი - 2015“-ის გამარჯვებულებს შვედი რეჟისორები ბაკურიანში მასტერკლასებს ჩაუტარებენ.
კონკურსი ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მაყურებლის წინაშე საკონკურსო სპექტაკლით, ყოველდღიურად, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასი წარსდგება.
ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი 10 დეკემბერს "თიბისი" გალერეაში გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება