სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ცხადდება მიღება პრიორიტეტული კვლევითი თემების მიხედვით
• სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა ძალის გამოყენების კონტექსტში განხორციელებული კიბეროპერაციების შემთხვევაში;
• სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, როგორც კონფლიქტების დაძლევის საშუალება;
• ვალაუვალობის წარმოებაში მოვალის ქმედებების შეცილების თავისებურებანი;
• ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე: კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი გამოწვევები;
• გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილების არასასამართლო ინსტრუმენტები;
• უშუალობის პრინციპის მნიშვნელობა ქმედების განზრახ უკანონო დაკავებად შერაცხვისას;
• იმწუთიერობის ელემენტის მნიშვნელობა ქმედების მუქარად კვალიფიკაციისას;
• ოჯახის წევრის მიერ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულთა სპეციფიკა.
მიღების წინაპირობები:
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
• შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
• კვლევითი პროექტის წარდგენა - გასაუბრების წარმატებით გავლა დარგობრივ კომისიასთან.
ადგილების რაოდენობა- 6- ადგილი;
პროგრამის ღირებულება 3000 ლარი;
საბუთების მიღება წარმოებს 2024-2025 სასწავლო წელს ჩარიცხვის მსურველთათვის 2 სექტემბრიდან -13 სექტემბრის ჩათვლით (დოქტორანტურის სამსახური, ოთახი N79ა, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე).
ჩარიცხვის ეტაპები:
• სადოქტორო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება - 16 სექტემბერს;
• კომისიასთან გასაუბრება სპეციალობაში - 18 სექტემბერს.
კონკურსანტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმებია:
• სამართლის დარგის ცოდნა;
• სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მოტივაცია;
• სამეცნიერო/პრაქტიკული გამოცდილება;
• წარმოდგენილი საკვლევი თემის აქტუალობა და პრობლემატიკა;
• წარმოდგენილი საკვლევი თემის სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება;
• მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც დოქტორანტი განახორციელებს კვლევას და ანალიზს;
• დასაბუთებული წინასწარი შეხედულებები/მოლოდინი საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
• ინოვაციური აზროვნება;
• პრეზენტაციის უნარი;
• სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
• სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კონკურსანტი ვალდებულია განცხადება წარმოადგინოს უნივერსიტეტის რექტორის სახელზე, რომელსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
• კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლები (უნივერსიტეტს უფლება აქვს, კონკურსანტს ან უკვე ჩარიცხულ დოქტორანტს მოსთხოვოს კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომის აღიარების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა. აღიარების დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოუდგენლობა არის ჩარიცხვაზე უარის ან ჩარიცხული დოქტორანტის ჩარიცხვის ბათილობის საფუძველი);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის /პასპორტის ასლი;
• ფოტოსურათი ამობეჭდილი 3X4 (სმ); დოქტორანტობის კანდიდატი სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებისას ვალდებულია წარმოადგინოს ელექტრონული სახით ფოტო 3X4 (სმ); (CD დისკით);
• მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისთვის);
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (Toefl, IELTS, FCE, CAE). სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. კონკურსანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ვალდებულია, ინგლისურში გამოცდა ჩააბაროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრში;
• ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში; ( ახსნა - განმარტება იწერება დოქტორანტურის სამსახურში)
• სამოტივაციო წერილი საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
• ორი სარეკომენდაციო წერილი, შესაბამისი დარგის აკადემიური წრეებიდან (პროგრამის პროფილით კონკურსანტის სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში, ერთი სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი დარგის აკადემიური წრეებიდან, მეორე - დამსაქმებელი კომპანიიდან ან ორგანიზაციიდან).
საკვლევი თემის პროექტი, რომელიც მოიცავს:
• დოქტორანტობის კანდიდატის ხედვას თემის აქტუალობისა და სიახლის შესახებ;
• მოაზრებული თემის სამეცნიერო და პრაქტიკულ ღირებულებებს;
• მეთოდებს, რომელთა მეშევეობითაც განახორციელებს კვლევას და ანალიზს;
• დასაბუთებულ წინასწარ შეხედულებას / მოლოდინს.
(კონკურსანტის პროგრამაზე ჩარიცხვის შემდგომ შესაძლებელია წარმოდგენილი პროექტის თემატიკის სრულად ან ნაწილობრივ ცვლილება, დოქტორანტის ინტერესებიდან გამომდინარე).
• წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები;
• კონკურსანტი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული, სამართლის ქართულენოვან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში, ვალდებულია წარმოადგინოს ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
• წერილებს და საკვლევი თემის პროექტს კომისიას წარუდგენს დოქტორანტურის კოორდინატორი ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. სამოტივაციო წერილში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა;
• კონკურსანტი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ ღია კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
დოქტორანტურაში ჩარიცხვისას მხედველობაში მიიღება:
• სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
• სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
• სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.).
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტი ჩაირიცხება სადოქტორო პროგრამაზე. ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება არაუგვიანეს 25 სექტემბერს.
სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება 30 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სადოქტორო პროგრამების კოორდინატორს, რეზი ბერულავას - 574192872
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება