ლაგოდეხის მუზეუმში მსხალგორის ნაქალაქარზე ექსპედიციის დროს აღმოჩენილი ნივთებისა და არტეფაქტების ექსპოზიცია გაიხსნა. სამუშაო ჯგუფი მსახლგორში მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ცენტრის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც არამხოლოდ" /> ლაგოდეხის მუზეუმში მსხალგორის ნაქალაქარზე ექსპედიციის დროს აღმოჩენილი ნივთებისა და არტეფაქტების ექსპოზიცია გაიხსნა. სამუშაო ჯგუფი მსახლგორში მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ცენტრის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც არამხოლოდ" /> ლაგოდეხის მუზეუმში მსხალგორის ნაქალაქარზე ექსპედიციის დროს აღმოჩენილი ნივთებისა და არტეფაქტების ექსპოზიცია გაიხსნა. სამუშაო ჯგუფი მსახლგორში მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ცენტრის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც არამხოლოდ">
1990 წელს თემურ სამხარაძის ორგანიზებით ახალგაზრდული საქველმოქმედო ასოციაცია - ,,ჰერეთი“ ჩამოყალიბდა. ამ ორგანიზაციამ ლაგოდეხის მოსახლეობას წერილით მიმართა, სადაც ყურადღება გაამახვილეს ძეგლების, განსაკუთრებით კი, მსხალგორის წმინდა გიორგის ტაძრის დაცვაზე. ერთი წლის შემდეგ ორგანიზაციის ლიდერი აფხაზეთის ომში გარდაიცვალა.
25 წლის შემდეგ, ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ეს პროექტი განაახლეს. პროექტს ახორციელებდა ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი. დიდი როლი ითამაშეს სოფელ მსხალგორის მოსახლეობამ და სამხარაძეების საგვარეულომ.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან - 8 სექტემბრამდე ზემო მსხალგორში კსუ-სა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების მოხალისეებით დაკომპლექტებულმა სტუდენტებმა არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა. გათხრების დროს ორი უნიკალური, ბრტყელძირა მრავალფუნქციური ქვევრი - პითოსია ნაპოვნი. აღმოჩენილია 4 მარანი და სხვადასხვა ტიპის უნიკალური მოჭიქულობის კერამიკული ნივთები. ეს ყველაფერი ნათლად ადასტურებს, რომ 9-13 საუკუნეებში აქ იყო განვითარებული სამონასტრო მეღვინეობა.
25 ნოემბერს ლაგოდეხის მუზეუმში მსხალგორის ნაქალაქარზე ექსპედიციის დროს აღმოჩენილი ნივთებისა და არტეფაქტების ექსპოზიცია გაიხსნა. სამუშაო ჯგუფი მსახლგორში მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ცენტრის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც არამხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ სტუდენტებსაც მოიზიდავს, რათა ამ ექსპერიმენტულ ბაზაში მათ არქეოლოგიური გათხრები აწარმოონ.
კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ალექსანდრე რუსეცკის თქმით, ექსპოზიციის გახნის თარიღი გიორგობის დღესასწაულს ეხმიანება, რადგან 25 წლის წინ თემურ სამხარაძის ინიციატივით ეს გათხრები სწორედ მსხალგორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაიწყო. ლაგოდეხის რაიონი მდიდარია უნიკალური ძეგლებით, იგეგმება არქეოლოგიური გათხრების გაგრძელება, რადგან საუბარია გაცილებით მასშტაბურ აღმოჩენებზე - დიდ ნაქალაქარზე, რომელიც ამ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება